saqarTvelos mdinareebi - jayiswyali
ქვეყანა | საქართველო, თურქეთი |
ტერიტორიული ერთეულები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ერუშეთის მთიანეთი 41°28`14` ჩ. გ. 42°51`04` ა. გ. |
სათავის მდებარეობა | თურქეთი |
შესართავი | ფოცხოვისწყალი 41°31`00` ჩ. გ. 42°47`49` ა. გ. |
სიგრძე | 26 კმ |
აუზის ფართობი | 126 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1.5 მ³/წმ |
მდინარე საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს ფოცხოვისწყლის მარჯვენა შენაკადს. სათავე აქვს თურქეთში, ერუშეთის მთიანეთის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2775 მ სიმაღლეზე. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართობი 126 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 1,5 მ³/წმ.
ჯაყისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ჯაყის ციხე, ხოლო მდინარის სათავეშია ყველისციხე. მდინარე ჯაყისწყალი განიხილება როგორც სასაზღვრო მდინარე საქართველოსა და თურქეთს შორის.
აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად, ჯაყისწყალმა შეიცვალა კალაპოტი, რის შედეგადაც ორ მონაკვეთზე შეცვლილი კალაპოტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით მასზე სამუშაოები განხორციელდა. მდინარის ბუნებრივი კალაპოტის აღდგენა მოხდა 1973 წლის საზღვრის რედემარკაციის მასალების მიხედვით.